სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე- „რა არის საჯარო ინფორმაცია, მისი მომზადების, გაცემისა და გამოქვეყნების წესი ინდექსთან მიმართებაში“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე- „რა არის საჯარო ინფორმაცია, მისი მომზადების, გაცემისა და
გამოქვეყნების წესი ინდექსთან მიმართებაში“.
ტრენინგი ჩატარდა „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციის" მიერ,რომელიც შეირჩა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი- CTC-ს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად“, პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.
ტრენინგს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის და საკრებულოს სამსახურების წარმომადგენლები, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები.

სიახლეები