სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ მოქალაქეთა ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან, ჯანმრთელობის და სოციალური სამსახურის უფროსთან, დავით ჩაკვეტაძესთან ერთად, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ მოქალაქეთა ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა.
ახალგაზრდები სხვადასხვა სპეციალობებს ეუფლებიან, რაც მოთხოვნადია როგორც ლეჩხუმში, ასევე ჩვენს ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ სწავლის მსურველთათვის ცაგერის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ფულადი დახმარების პროგრამა.
დახმარებას მიიღებს საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ქალაქში არსებულ აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული მოქალაქე.
დახმარება განისაზღვრება ორ ეტაპად: სასწავლებელში ჩარიცხვის დროს
შვიდ თვემდე სწავლის კურსის შემთხვევაში- 300-ლარის ოდენობით, ხოლო დამთავრების შემდეგ-700 ლარის ოდენობით;
შვიდ თვეზე მეტი სწავლის შემთხვევაში ჩარიცხვისას მიიღებს 300 ლარს, ხოლო დამთავრებისას 1700 ლარს.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი:
1.განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
2.პირადობის მოწმობის ასლი;
3.საბანკო ანგარიშის ნომერი;
4.ცნობა აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ (დიპლომის ასლი-დამთავრების დროს დამოწმებული ნოტარიულად);
5. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
საზოგადოების დაინტერესებიდან გამომდინარე გაგაცნობთ პროფესიულ სასწავლებლებში წარმოდგენილი პროფესიების ჩამონათვალს:
1.ელექტრობა.
2.შედუღება.
3.მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება.
4.სამკერვალო წარმოება.
5.წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია-დუალური.
6.წყალარინების სისტემის ექსპლუატაცია-დუალური.
7.ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი.
8.ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი-დუალური.
9.იატაკისა და ფილის სამუშაოები.
10.საავტომობილო გზების მშენებლობა-დუალური.
11.სატყეო საქმე ინტეგრირებული.
12.სატყეო საქმე.
13.ფერმერობა ინტეგრირებული.
14.ვეტერინარია.
15.თმის მომსახურება- სტილისტი.
16.კულინარიის ხელოვნება.
17.საბაჟო საქმე.
18.ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
19.ვებ-ტექნოლოგიები.
20.ხის მხატვრული დამუშავება.
21.საოფისე საქმე.
22.საფინანსო სერვისები.
23.ჰაერის კონდიცირება
24.ხის მხატვრული დამუშავება
25.ბუღალტრული აღრიცხვა.
26.სარესტორნო საქმის სპეციალისტი.
27.კომპიუტერული ქსელები და სისტემები
28.მეხილეობა, მეჩაიეობა.
29.სამღებრო სამუშაოების მწარმოებელი.
30 .მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება.
31.აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება.
32.შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტი.
33.სახვითი ხელოვნების სპეციალისტი.
34.ქვის სამუშაოების მწარმოებელი.
35.სანტექნიკის სისტემების ექსპლუატაცია.
36.აგრო -მექანიზაცია.
37.მეთევზეობა.
38.ხორცისა და ხორც- პროდუქტების წარმოება.
39.სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი.
40.მეფუტკრე.
41.T-კატეგორიის ტრაქტორისტ- მემანქანე.
42.S-კატეგორიის ტრაქტორისტ-მემანქანე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს

სიახლეები