სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

მიმდინარე წლის 27 მარტს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს  მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

მიღებულ იქნა  დადგენილება:

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მიღებულ იქნა განკარგულებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის  შესრულების შესახებ ანგარიში.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის  2024 წლის  მეორე კვარტლის  სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ ცაგერში ყოფილი პოლიციის შენობის (ს.კ. 89.03.22.181) მეორე სართულზე მდებარე 100 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირისთვის ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის“ (ს/ნ 242574576) გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შექმნის ცნობად მიღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის 79 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.                              

 

 

სიახლეები