სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის 16 აპრილს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი  აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის # 40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პროექტი მოსამზადებლად გადაეცა საკრებულოს აპარატს.

  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 2024 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ,,შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ფიზიკური აღნუსხვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის  თაობაზე საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.

პროექტი განსახილველად გადაეცა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 22 აპრილს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2022 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 მაისის # 24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პროექტი განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 22 აპრილს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2024 წლის 24 აპრილს საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2024 წლის 24 აპრილს.

 

სიახლეები