სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ბევრი პროექტი განხორციელდა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით

ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ბევრი პროექტი განხორციელდა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
პროგრამის სრულად განხორციელებისთვის გამოყოფილი გახლდათ 620 000 ლარი.
ეტაპობრივად ,ჩვენს გვერდზე, ვაქვეყნებდით ინფორმაციებს დასრულებული თუ მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
ინფორმაციის სრულყოფილობისათვის,მჯერად, ვაქვეყნებთ სოფლების მიერ არჩეულ იმ პროექტებს,რომლებიც ჯერ არ გაგვისაჯაროებია ჩვენს გვერდზე:
სოფელ ცაგერას არჩეული აქვს წისქვილის მოწყობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შემოღობვა,ზოგიშს-არსებული საცურაო აუზის კეთილმოწყობა,ორხვს-სასმელი წყლის მილების შესყიდვა,ლახეფას-სასმელი წყლის ბეტონის ავზის და წყალსადენის მოწყობა,ლარჩვალს-სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობა,ისუნდერს-სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია,ლასურიაშს,ჭალის თავს და ქვედა ცაგერს-სასაფლაოების შემოღობვა.
ჩამოთვლილი პროექტების ღირებულებაა 228 500 ლარი.
იმედი გვაქვს,სოფლის მხარდაჭერით პროგრამით წარმატებულად განხორციელებული პროექტები სასარგებლო იქნება ჩვენი კუთხისათვის,უკეთეს პირობებს შეუქმნის ლეჩხუმის მოსახლეობას.

სიახლეები