სიახლეები

ლეჩხუმში ,,რთველი-2021" მიმდინარეობს.

ლეჩხუმში ,,რთველი-2021" მიმდინარეობს.
სოფელ ორბელსა და სპათაგორში დაიწყო ,,ცოლიკოურის" მიღება.ადგილზე იმყოფებიან კომპანია ,,აკურას" /სახელმწიფო მარანი/ წარმომადგენლები და იბარებენ ყურძენს-ფასი 3 ლარი.
არსებულ ლოკაციებს დაემატება   ყურძნის მიმღები კიდევ რამდენიმე ლოკაცია ჩხუტელში,წიფერჩში,ქვედა ცაგერსა და ლასურიაშში.
,,ცოლიკოურის" მიღების შემდეგ რთველი გაგრძელდება ,,ოჯალეშის" და ,,უსახელოურის" რეალიზაციით.
ყურძნის ჩაბარებისას მევენახეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს ვენახების კადასტრიდან ვენახის ამონაწერი.
ოჯახებს,რომელთათვისაც პრობლემაა ყურძნის მიმღებ ლოკაციებამდე მიტანა,დავეხმარებით ტრანსპორტირებით.

სიახლეები