სიახლეები

საკრებულოს სხდომა

 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა (10.01.2022 წელი). სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ჭაბუკი  ჭაბუკიანმა.

 

     მიღებულ იქნა   დადგენილებები:

1.      ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

/ჭ.ჭაბუკიანი, კ. მუშკუდიანი/

  

2.      ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/ჭ.ჭაბუკიანი, მ.კოპალიანი/

 

   მიღებულ იქნა   განკარგულებები:

1.        ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/გ. ნემსაძე, ზ. ხეცურიანი, ი.ბურჯალიანი/

  

2.       ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების-ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №69-ში მდებარე საკრებულოს შენობის (ს/კ 89.03.22.002)  ფართის ნაწილის, შენობის პირველ სართულზე არსებული 32.65 კვ.მ. ფართის პირდაპირი  განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით,  უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით  სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის“ გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

/გ.ნემსაძე, რ.ახვლედიანი, ი.ბურჯალიანი/

 

3.      ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქალაქ ცაგერში აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 89.03.23.032)  საერთო ფართობით - 27.00 კვ. მ. კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,  სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით  გადაცემაზე  ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის  მიცემის თაობაზე

/გ.ნემსაძე,  რ. ახვლედიანი, ი.ბურჯალიანი/

 

4.      ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების - სოფელ ლარჩვალში  მდებარე 148.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 89.09.23.230)   საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის შესახებ.

 

/გ. ნემსაძე, რ. ახვლედიანი, ი.ბურჯალიანი/

 

სხვადასხვა

სიახლეები