სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლა

დირექტორი -  ნინო ბურჯალიანი 

ტელ: 599 384 520

ელ.ფოსტა: orbeli@mes.gov.ge

მოსწავლეთა რაოდენობა - 59

მასწავლებელთა რაოდენობა - 22

სკოლა სარეაბილიტაციოა, კეთილმოწყობილია სამედიცინო ოთახი .

 სოფელ ორბელში   1890 წელს დაარსდა დაწყებითი განათლების სკოლა, შემდეგ ჩამოყალიბდა შვიდწლედი, ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ცხრაწლედი.

 1939 წლიდან ჩამოყალიბდა საშუალო სკოლად. დღეისათვის არსებული სკოლის შენობა 1969 წელს აშენდა. ორბელის საშუალო სკოლას ასევე ექვემდებარებოდა წილამიერის დაწყებითი სკოლა 1925-2010 წლებში,  კურცობის დაწყებითი სკოლა, ლაშიჭალის დაწყებითი სკოლა -დაახლოებით 1922-1939  წლებში, სოფელ ლაჯანაში მამუკა ასლანიკაშვილის სახლში არსებული შვიდწლედი სკოლა - 1936 წლამდე. ორბელის საჯარო სკოლაში პარალელურად იყო ღამის სკოლა 1971-1973 წლებში. 1968 წლამდე ორბელის საშუალო სკოლაში სწავლება მიმდინარეობდა ორ ცვლაში. სწავლობდა დაახლოებით  700 მოსწავლე.

 სკოლას დაარსებიდან დღემდე ბევრი წარმატებული ნაბიჯი აქვს გადადგმული. მიღებული აქვს უამრავი საპატიო სიგელი, დიპლომი და სერთიფიკატი. აქვს წარმატებები სასკოლო და გარე პროექტებში. 2009 წელს ორბელის საჯარო სკოლას გადაეცა გრანტი, როგორც საუკეთესო 30 სკოლაში მყოფს. სკოლამ აღზარდა ბევრი გამოჩენილი ადამიანი.

 ორბელის საჯარო სკოლა ახორციელებს სხვადასხვა პროექტს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად. 

სიახლეები