სსიპ ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლა

 

დირექტორი - ირმა გუგავა

ტელ: 595 434 390

ელ. ფოსტა: chkhuteli@mes.gov.ge

მოსწავლეთა რაოდენობა -36

მასწავლებელთა რაოდენობა -24 

სკოლა არის ნაწილობრივ გარემონტებული. კაბინეტები არის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში (გაურემონტებელი), კეთილმოწყობილია კომპიუტერული ოთახი, რესურსოთახი, სააქტო დარბაზი. სპორტული დარბაზი ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელია.

სკოლას აქვს კეთილმოწყობილი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი .

1935 წელს სოფელ  ჩხუტელში დაარსდა შვიდწლიანი სკოლა, რომელიც 1954 წელს გადაკეთდა საშუალო სკოლად. საშუალო სკოლის პირველი დირექტორი იყო აწ განსვენებული  სამსონ კოპალიანი.  თავდაპირველად სწავლა მიმდინარეობდა ხის ერთსართულიან შენობაში 2 ცვლაში. მოსწავლეთა რაოდენობა  აღწევდა 350 -ს.

სკოლის ახალი შენობა აშენდა 1977 წელს. იგი გათვლილია 250 მოსწავლეზე. 2008 წელს სკოლას მიენიჭა ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, 2008 წლის   აგვისტოს ომში ცხინვალის მისადგომებთან გმირულად დაღუპული ზურაბ ეფაძის სახელი.

დღევანდელი  სკოლა ხელს უწყობს თაობების აღზრდას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად. სკოლის კურსდამთავრებულთა 90%  წარმატებით აბარებს საატესტატო გამოცდებს.  ბოლო 5 წლის მონაცემებით სკოლის მოსწავლეების  50%  სწავლობს  რესპუბლიკის სხვადასხვა აკრედიტირებულ  უმაღლეს სასწავლებლებში , როგორც ბაკალავრიატის, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე.

სკოლა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით მოსწავლეებს აქვთ სერიოზული მიღწევები  სპორტის სხვადასხვა სახეობაში როგორც სარაიონო, ასევე რეგიონულ და რესპუბლიკუს დონეზე.

სიახლეები