სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლა

 

დირექტორი - მაია ჩაჩხიანი

ტელ:  555113232

ელ. ფოსტა:  alpana@mes.gov.ge

მოსწავლეთა რაოდენობა -  38;

მასწავლებელთა რაოდენობა  - 18;

სკოლის თანამედროვე შენობა აგებულია 1987 წელს. 2012 წლიდან  ყოველწლიურად უტარდება მიმდინარე და კაპიტალური რემონტი.  კეთილმოეწყო  კაბინეტები, დერეფანი, სპორტდარბაზი, ეზო,  ბიბლიოთეკა, კომპიუტერის ოთახი, სამასწავლებლო, განახლდა მერხები და მაგიდები, ბიბლიოთეკა შეივსო მხატვრული და საცნობარო ლიტერატურით.

სკოლა დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. ჰყავს სპეცმასწავლებელი,  კეთილმოწყობილია  რესურსოთახი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლისათვის,  სკოლის კურსდამთავრებულები ყოველგვარი გადამზადების გარეშე წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ხდებიან სასურველი ფაკულტეტების სტუდენტები. სკოლა აქტიურადაა ჩაბმული კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობაში. ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი „სკვიმნია“, განხორციელდა საგრანტო პროექტი. მაღალ დონეზე ისწავლება სპორტი. სკოლას აქვს წარმატებები რაიონულ და ზონალურ  შეჯიბრებებში.


სიახლეები