ცხეთის წმ. გიორგი სახელობის ეკლესია

ცხეთის წმ. გიორგი სახელობის  ეკლესია წარმოადგენს ჯვარულ-გუმბათოვან 8 წახნაგოვან ნაგებობას. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ  ნაგებობა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია  XVIII  საუკუნის მანძილზე საქართველოში მიმდინარე საკულტო მშენებლობისა. იგი  ავსებს ამ პერიოდის ძეგლების მცირე  სიას.
ცხეთის  ეკლესია აუგია ოტია  დადიანის მეუღლეს, რაჭის ერისთავის შოშიტას ასულს გულქანს (1728-1761) წლებში. 
ოტია დადიანისა  და გულქანის მიერ ლეჩხუმში ფართოდ  გაშლილ სამშენებლო მოღვაწეობაზე მეტყველებს , აგრეთვე, მათ მიერ საირმის  ძველი მონასტრის განახლება.
ცხეთის დღევანდელი  ეკლესიის ადგილზე, ადრიდანვე ყოფილა სამლოცველო, ამას ადასტურებს  XV- XVI ს.ს. წმ.გიორგის ხატი, რომელიც  აქ უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს (1910წ.), მას ჰქონია  ხუცური  წარწერა "მთავარმოწამე ცხეთისა" და სხვა  სიწმინდეები.
XVIII  ს. ნახელავს ჰქონია წარწერა : "წმ. გიორგი  ცხეთისა, შეიწყალე  ხევი ცხეთისა , შენსა წინაშე შემავალი".
ცხეთის  წმ.გიორგის ეკლესია დასაბამიდან დღემდე წარმოადგენდა  სოფლების: ცხეთის, დეხვირის, ლესინდის, წილამიერის,ლეშკედის და ლასხანის , ე.ი. სადეხვიროს სასულიერო ცენტრს.

სიახლეები