გონის წმ.გიორგი სახელობის ეკლესია

გონი ამჟამად ნასოფლარია. აქ  შემორჩენილია  ლეჩხუმის  ერთ-ერთი უძველესი და  მეტად  საინტერესო გონის წმ.გიორგი  სახელობის  ეკლესია. ეკლესია დაბზარულია, ძლიერ  დაზიანებული, პერანგშემოძარცვული.. მაინც ჩანს, რომ ძეგლი არქიტექტურულად, კერძოთ  ქვის  წყობით, უნიკალურია, მოზაიკურადაა  ნაგები. მშენებელ-არქიტექტორი თითოეულ საშირმე  ქვას , შენების პროცესში, იქვე ხარაჩოზე ამუშავებდა  ადგილის შესაბამისად, მოსარგებად, რაც იშვიათობაა.
ეკლესიის საერთო იერი, მორთულობა და  სხვა ნიშნები ძეგლს  მე-10 საუკუნის პერიოდით  განსაზღვრავს.
მცირე  ფრაგმენტულადაა შემორჩენილი  კედლის  მხატვრობა. განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს ეკლესიის ბრწყინვალედ  შესრულებული კანკელი, რომელმაც ჩვენამდე შცვლილი  სახით მოაღწია.

სიახლეები