საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

 

 

 

ონისე ჩაკვეტაძე-დაიბადა 1982 წლის 7 თებერვალს, ქალაქ ცაგერში. დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა. 2000-05 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ,,გაერთიანებული ქართული ბანკი“-ის დაცვის პოლიციელად. შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, ქალაქ სენაკის დაცვის პოლიციის განყოფილების ოცმეთაურად. 2013-14 წლებში მუშაობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული განყოფილების მთავარ სპეციალისტად. 2014-15 წლებში იყო შ.პ.ს. ,,ცაგერის მანქანატრაქტორთა პარკის“ იურისტი. 2015-16 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ ცაგერის საჭადრაკო კლუბში. 2017-18 წლებში მუშაობდა ა(ა) იპ ცაგერის ახალგაზრდობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პერსპექტიული დაგეგმარების ცენტრში იურისტად.

2020 წელს  მუშაობდა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ცაგერის რაიონული ორგანიზაციის პარტიის აღმასრულებელ მდივნად. 2020-21 წლებში მუშაობდა ა(ა) იპ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერული მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის უფროსის პირველ მოადგილედ. 2021 წლის 3 დეკემბრიდან არჩეულ იქნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარედ. 2025 წლის ოქტომბრიდან აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ტელ: 598 80 20 09

 

ელ-ფოსტა: onisechakvetadze1982@gmail.com