საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

 

რეზო ხეცურიანი - დაიბადა 1958 წლის 6 აპრილს, ცაგერის რაიონის სოფელ უსახელოში. დაამთავრა სოფელ ლაცორიის საშუალო სკოლა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნუკური ინსტიტუტი, გზების მშენებლობა და ექსპლუატაციის სპეციალობით. 2007 წელს დაამთავრა სასწავლო უნივერსიტეტი ,,ვიტა“ ბაკალავრის ხარისხი, საფინანსო და საბანკო საქმის სპეციალობით.  სხვადასხვა დროს მუშაობდა შემდეგ დაწესებულებებში: ქუთაისის მექანიზაციის მე-5 სამმართველოში  ეკონომისტის თანამდებობაზე, ქუთაისის ინჟინერმშენებელში სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგში უბნის უფროსად.   ქალაქ თბილისში დააფუძნა და მართავდა შემდეგ საამშენებლო კომპანიებს: ,,საძირკველი“, ,,ფუძე“,  ,,ელიტმშენი“.   2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის  ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს მიერ წარდგენილ იყო პროპორციული სისტემით. 2017-2021 წლებში იყო ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.   2021 წლის 3 დეკემბერს არჩეულ იქნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ტელ:  577 08 35 73

ელ-ფოსტა: khetsurianirezo@gmail.com