ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია

მაგდანა ყურაშვილი - კომისიის თვმჯდომარე, დაიბადა 1973 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში. 1990 წელს დაამთავრა ქალაქ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1997 წელს.  1992 წლიდან ცხოვრობდა ქალაქ მოსკოვში, ხოლო 2007-2011 წლებში კვიპროსის რესპუბლიკაში.  2011 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია "შშმ ბავშვთა მხარდაჭერის საზოგადოება", რომელიც დაკავებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების პრობლემების მოგვარებით და დახმარებით. ამ ორგანიზაციამ ჩაატარა არაერთი საქველმოქმედო საღამო და აქცია  თბილისში, ქუთაისში, საჩხერეში, ხონში, მოსკოვში, ცაგერში, ჭიათურასა და ხარაგაულში. დახმარების პარალელურად ორგანიზაცია ახდენდა  კადრების გადამზადებას სხვადასხვა რეგიონში, თანამშრომლობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

2021 წლის ოქტომბერში აირჩიეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად, ხოლო ამავე წლის 3 დეკემბერს არჩეულ იქნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.

ტელ: 557 46 30 31

ელ.ფოსტა: kurashvilimagda@gmail.com

მიბმული ფაილები