თამაზ თვარაძე
თამაზ თვარაძე- დაიბადა 1963 წლის 27 თებერვალს ქალაქ ცაგერში. წარჩინებით დაამთავრა ლენტეხის საშუალო სკოლა. 1984-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო საბაჟო ეკონომიურზე.
1990-93 წლებში იყო ქალაქ თბილისის გლდანის სახელმწიფო # 21 აფთიაქში უფროსი პროვიზორი. 1993-2000 წლებში იყო თბილისში 52 აფთიაქის გამგე.
ჰქონდა კერძო კომპანია ,,გიგი-მარი“ . 2000-03 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროს რევიზორად.
2006-09 წლებში იყო სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე, 2009-11 წლებში კომპანია ,,მედი’’-ის ლოჯისტიკის მენეჯერი.
2023 წლიდან მუშაობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის ფერმერული განვითარების ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის მოადგილედ.
2025 წლის ოქტომბერში აირჩიეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს თემის მაჟორიტარ დეპუტატად.
ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი.
ტელ: 599 11-61-30.


