თამაზ ჭაბუკიანი

თამაზ ჭაბუკიანი-დაიბადა 1973 წლის 26 მარტს, ცაგერის რაიონის სოფელ დეხვირში. 1989 წელს დაამთავრა ლასურიაშის საშუალო სკოლა. მოეწყო ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ინჟინერ- მექანიკოსის სპეციალობაზე. 1997 წელს მუშაობა დაიწყო ცაგერის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოს ინჟინრად.   2009-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს წყალმომარაგების ცაგერის ფილიალში მენეჯერად.  2011-12 წლებში იყო ცაგერის რაიონის სოფელ ლასურიაშის თემის რწმუნებული.  2014-17 წლებში იყო ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლასურიაშის თემიდან.   2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-დან არჩეულ იქნა ლასურიაშის თემის მაჟორიტარ დეპუტატად და  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო- საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ.  2021 წლის 3 დეკემბრიდან არის ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო- საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

ტელ: 551 94 44 32.

ელ ფოსტა:  tamazchabukiani78@gmail.com

სიახლეები