ფრაქცია ,,ცაგერი საქართველოსთვის"
მალხაზ მურცხვალაძე - ფრაქციის თავმჯდომარე
დაიბადა 1960 წლის 16 მარტს ცაგერის რაიონის სოფელ ჩხუტელში.
1977წ. დაამთავრა ჩხუტელის საშუალო სკოლა. ხოლო 1983 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი;
1984-1989 წლებში მუშაობდა ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშის ამბულატორიის ექიმ სტომატოლოგად;
1989-1991 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ყბა-სახის ქირურგიის განხრით;
1991-1996 წწ მუშაობდა ქ.თბილისის მე-2 სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმის თანამდებობაზე;
1996-2001 წწ მუშაობდა კლინიკა “ვივადენტი”-ს დირექტორის თანამდებობაზე;
2001 -2006 წწ მუშაობდა ქ. მოსკოვის მე-17 პოლიკლინიკის ექიმ სტომატოლოგად;
2007 წლიდან მუშაობს “მმ დენტი”-ს დირექტორად, დღემდე ეწევა პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას;
2021 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად პარტია ,,საქართელოსათვის" პარტიული სიით, ხოლო ამავე წლის 3 დეკემბერს აირჩიეს საკრებულოს ფრაქციის ,,ცაგერი საქართველოსთვის" თავმჯდომარედ;
ჰყავს მეუღლე, შვილი და შვილიშვილი.