მამუკა მამარდაშვილი
მამუკა მამარდაშვილი-დაიბადა ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოყურეშში 1974 წლის 20 აპრილს, ცხოვრობს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში. 1981-1991 წლებში სწავლობდა ზუბის საშუალო სკოლაში. 1992-1995 წლებში დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1998-2004 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონულ განყოფილებაში, სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 წლიდან მუშაობს ზუბის საჯარო სკოლაში პედაგოგად. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სატყეო სამსახურის ცაგერის სატყეო უბნის უფროსად. 2021 წლის 3 დეკემბრიდან არის ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2025 წლის ოქტომბერში აირჩიეს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო'-ს თავმჯდომარის მოადგილედ.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ტელ: 595 00 05 04.
ელ.ფოსტა: mamardashvilimamuka1@gmail.com


