მურმანი თოთაძე


 

მურმან თოთაძე-დაიბადა 1954 წლის 20 აპრილს ცაგერის რაიონის სოფელ უსახელოში. 1970 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1972-1974 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1983 მუშაობდა სოფელ უსახელოს საექიმო ამბულატორიაში ექიმად, ამავდროულად მუშაობდა რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმად. 1989-2011 წლებში იყო რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, იმავდროულად იყო რაიონული საავადმყოფოს ოტოლარინგოლოგი.

2014 წლიდან დღემდე არის სოფელ ზუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის  ოჯახის ექიმი, ამავდროულად არის შ.პ.ს  რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ოტოლარინგოლოგი.

სამედიცინო საქმიანობის პერიოდში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს კურსები, არის რამდენიმე სამედიცინო სერთიფიკატისა და ლიცენზიის მფლობელი. მოპოვებული აქვს სახელმწიფო მუდმივმოქმედი სამედიცინო ლიცენზიის კერძოდ: 1.ჯანდაცვის ორგანიზაცია. 2.ოტოლარინგოლოგია, 3.შინაგანი მედიცინა.

2025 წლის ოქტომბერიდან არის ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

ტელ: 595 18-61-10.

ელ-ფოსტა: mtotadzeem@gmai. Com