სიახლეები
საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 17 ნოემბერს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.
ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:
- ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2027-2030 წლების პრიორიტეტის დოკუმენტის შესახებ.
პროექტი განსახილველად გადაეცა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 20 ნოემბერს, 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
პროექტი განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 20 ნოემბერს 11:30 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
პროექტი განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 20 ნოემბერს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
პროექტი განსახილველად გადაეცა სამანდატო საპროცედურო და ეთიკის კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 20 ნოემბერს 11:30 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ბიუჯეტის პროექტი, თანდართულ პროგრამებთან ერთად, განსახილველად გადაეცა საკრებულოს ფრაქციებს.
ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვერსიაზე მსჯელობა საკრებულოში 2026 წლის 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.
- ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი.
-
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.“
პროექტები განსახილველად გადაეცა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 24 ნოემბერს 10:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2026 წლის 25 ნოემბერს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2026 წლის 25 ნოემბერს.


