სიახლეები

29 ივნისს, ცაგერში, ,,მწვანე თეატრში", ფოლკლორული ფესტივალი „არტ–გენი" გაიმართა.

29 ივნისს, ცაგერში, ,,მწვანე თეატრში", ფოლკლორული ფესტივალი „არტ–გენი" გაიმართა.
ღონისძიება ხალხური რეწვის,რეგიონის სხვადასხვა სამხატვრო სკოლების გამოფენების დათვალიერებით დაიწყო
ფესტივალი ,,მწვანე თეატრის" სცენაზე ანსამბლი ,,ლეჩხუმის" კომპოზიციით გაიხსნა.
ფოლკლორული კონცერტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა.
დასკვნითი კონცერტი ჯგუფი „ფრანი“- ს მონაწილეობით შედგა.
ფესტივალს რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მეუღლესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახალხო ფესტივალი "არტ-გენი" ტრადიციულად რეგიონებში ღონისძიებებით იწყება, დასკვნითი ნაწილი კი თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე იმართება.

სიახლეები