სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

26 მარტს ცაგერის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა,რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები და შემოქმედებითი ჯგუფები ღებულობდნენ
მონაწილეობას.
კულტურის ცენტრის დარბაზი სავსე იყო მაყურებლით,ადამიანებით,რომლებიც აქ პატარა გაბრიელ ჩიკვაიძის დასახმარებლად მოვიდნენ და გაერთიანდნენ.პატარა გაბრიელს დაუდგინდა შუახორხის მზარდი სიმსივნე.მას ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ,რომლის ღირებულება 40000 ლარს შეადგენს.
ერთხელ კიდევ შეგახსენებთ:
ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან დარეკეთ: 0901 701 465 ზარის ღირებულება 1 ლარი. ანგარიშის ნომერი: ზურაბი ჩიკვაიძე GE48LB0711184264042000. 
დავეხმაროთ პატარა გაბრიელს გამოჯანმრთელებაში!

სიახლეები