სიახლეები

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი რეგიონში გრძელდება

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი რეგიონში გრძელდება.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გრძელდება, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.
აღნიშნულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში საპროექტო სამუშაოების პარალელურად, ა(ა)იპ ,,ოუფენ ნეტის“, სამშენებლო კომპანიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ოუფენ ნეტის დირექტორი-მარიამ სულაბერიძე კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც ამბროლაურის კულტურის ცენტრში გაიმართა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდა.
მიმდინარე ეტაპზე, ამბროლაური-ონის მიმართულებით უკვე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები. ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი დასრულებულია ასევე ლეჩხუმის მიმართულებით და აღნიშნულ არეალშიც პროექტირება უახლოეს დღეებში დაიწყება.
დაგეგმილი სამიზნე გეოგრაფიული არეალებია: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში -
ქალაქი ამბროლაური, სოფლები: ხვანჭკარა, ჭრებალო, ბუგეული, ბოსტანა, ლიხეთი, სადმელი, კვაცხუთი, ძირაგეული, კლდისუბანი, წესი, ურავი, ნიკორწმინდა, მეორე ტოლა, პირველი ტოლა. ონის მუნიციპალიტეტში - ქალაქი ონი, უწერა, ღები, ღარი, გლოლა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში - დაბა ლენტეხი, ხელედი, რცხმელური. ცაგერის მუნიციპალიტეტში - ქალაქი ცაგერი, ტვიში, მახაში, წიფერჩი, ლასურიაში, ქვედა ცაგერი, ჭალისთავი, ოყურეში, ზუბი, ლაილაში, ჩხუტელი, ლაჯანა, ორბელი.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პირველი და მეორე საპილოტე პროექტების ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა უკვე აშენდა ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რომელიც პროექტის დაწყებისა და მისი შეუფერხებლად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.

სიახლეები