სიახლეები

ქალაქ ცაგერში ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ცაგერში, რუსთაველის ქუჩის ჩიხამდე მისასვლელი და აღმაშენებლის ქუჩის ეზოების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, აღმაშენებლის ქუჩის, N43, N75 და
N77-ში ეზოებისა და რუსთაველის ქუჩის ჩიხამდე მისასვლელ გზაზე, ასფალტო- ბეტონის საფარის და სანიაღვრე სისტემების მოწყობითი სამუშაოები ხორციელდება.
აღმაშენებლის ქუჩის N43-ში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი პირადად მოვინახულე.
აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაოები, რომელსაც შპს ,,სარტყელი”ახორციელებს, ივნისის ბოლოს დასრულდება და ჯამურად,
283 291 ლარი დაიხარჯება.

სიახლეები