სიახლეები

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მოისმინეს დირექტორების ანგარიში ბაღებში არსებულ მდგომარეობებზე, საჭიროებებზე, ხოლო მათი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები აქტიურ კოორდინაციაში არიან სააღმზრდელო დაწესებულებებთან, ადგილზე ეცნობიან ბაღებში არსებულ სიტუაციას.
აღნიშნულ შეხვედრაზე დაიგეგმა უახლოეს დღეებში რამდენიმე საბავშვო ბაღის ადგილზე მონახულება.

სიახლეები