სიახლეები
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდა ევროპის თასის გათამაშება ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდა ევროპის თასის გათამაშება ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის.
ასპარეზობაში 73 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობა მიიღო ცაგერის სასპორტო სკოლის აღზრდილმა ნიკა ქომეთიანმა და ბრინჯაოს მედალი დამსახურებულად მოიპოვა (მწვრთნელი -ალექსი დავითაშვილი).
ასეთი წარმატება ლეჩხუმს სპორტის აღნიშნულ სახეობაში აქამდე არ ჰქონია.
ვულოცავთ ნიკას ცაგერის მუნიციპალიტეტის სახელით ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!


