სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში განხორციელდა კამპანია - ,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე".
26 მარტს სისხლის ბანკის მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტში განხორციელდა კამპანია - ,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე".
სისხლის გაღებისთვის ცაგერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში მივიდა და რეგისტრაცია გაიარა 65-მა მოხალისემ,აქედან დონორად გამოდგა 53 მათგანი.
დონორული სისხლისგან იწარმოება სისხლის კომპონენტები.
აქციას ორგანიზება გაუკეთა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა.
კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიის,სხვადასხვა დაწესებულებების,თემების წარმომადგენლებმა,მოქალაქეებმა.
მსგავსი აქცია მომავალში კვლავაც გაიმართება.


