სიახლეები
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სოფელ ლაილაშსა და სოფელ თაბორში მისასვლელი საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა და მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, სოფელ ლაილაშსა და სოფელ თაბორში მისასვლელი საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 5 998 991 ლარია.
პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობას.
სამუშაოები 2021 წლის ნოემბერში დაიწყო და 2022 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.


