სიახლეები

28, 29 და 30 აპრილს საქველმოქმედო ფონდი "აი ია" და მუსიკა თერაპიის ცენტრი "ბეკარი" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს ეწვევა

28, 29 და 30 აპრილს საქველმოქმედო ფონდი "აი ია" და მუსიკა თერაპიის ცენტრი "ბეკარი" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს ეწვევა
ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ვიზიტის ფარგლებში ამბროლაურში დაგეგმილია:
უფასო კონსულტაციები სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის;
მუსიკათერაპია სხვადასხვა ფსიქო-ემოციური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის;
ტრენინგები ბაღისა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის უსაფრთხო სმენის საკითხებთან დაკავშირებით;
ვორკშოპი მუსიკათერაპიაში მუსიკის პედაგოგებისთვის;
კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან მშობლებისთვის.
მსურველებმა რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
+995 555 758822

სიახლეები