სიახლეები
ამერიკის საელჩოს წამომადგენლები სტუმრად ცაგერში
ცაგერის მუნიციპალიტეტში 27 აპრილს ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც საოფისე ტექნიკა საჩუქრად გადასცეს ცაგერის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრს.
ვიზიტორებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდანა ყურაშვილი და რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის მენეჯერი მირანდა ბაბლუანი.


