სიახლეები
აშშ-ს საელჩომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო
აშშ-ს საელჩომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო.
ამ ძალისხმევას საფუძვლად უდევს აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს, საქართველოს ეროვნულ გვარდიას, გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონს, საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს შორის თანამშრომლობა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში.
თანამშრომლობის ფარგლებში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა შეხვედრა გამართა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან, რეგიონში მდგრადობის გაძლიერების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ამერიკულმა მხარემ მონაცემების გაციფრულების პროცესის ხელშწეყობის მიზნით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.
ამასთან, აშშ-ს ჯორჯიის შტატი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებს დაეხმარება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვის პროცესში. ეს დასაწყისია იმ მრავალწლიანი ძალისხმევისა, რომლის ფარგლებშიც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონს აშშ დაეხმარება ტრენინგებით, აღჭურვილობით და კონსულტაციებით.


