სიახლეები

შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებები დასრულდა

შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებები დასრულდა
სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში, დღეს, ჩატარდა ვორკშოპები ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის უსაფრთხო სმენის საკითხებთან დაკავშირებით, აგრეთვე ბაღში მომუშავე მუსიკის მასწავლებლებისთვის ვორკშოპი, სადაც მათ გადაეცათ პრაქტიკული სახელმძღვანელოები, მშობლებისთვის კი გაიმართა კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სმარტ კაპიტალ ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ- ვანო ჩხარტიშვილს და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების ორგანიზაციების-" ბეკარისა" და "აი-იას" დამფუძნებელს ქალბატონ ნანა გოთუას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელიც კვლავ გაგრძელდება და იქნება შედეგიანი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ინიციატივით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა,სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო ფონდ ,,აი ია“-სა და ქართულ- გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკართან“, თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს.
აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ამ მიზნით აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.

სიახლეები