სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი სოფელ ქვედა ცაგერის და სოფელ ოყურეშის მოსახლეობას ადგილზე შეხვდნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი სოფელ ქვედა ცაგერის და სოფელ ოყურეშის მოსახლეობას ადგილზე შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობისგან მოისმინეს მოსაზრებები სხვადასხვა საკითხების და გამოწვევების შესახებ,რაც კონკრეტულ სოფლებს ეხება.
სოფელ ოყურეშში მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სასურველი და მოსახერხებელი ადგილის შერჩევაზე.
შეხვედრას ესწრებოდა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე.

სიახლეები