სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ნემსაძის ინიციატივით და მერიის ორგანიზებით ქალაქ ცაგერში გამწვანების აქცია მოეწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ნემსაძის ინიციატივით და მერიის ორგანიზებით ქალაქ ცაგერში გამწვანების აქცია მოეწყო.
ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა მწვანე ნარგავები, დაირგო ყვავილები.
აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიის და ა/ა/იპ ,,ახალგაზრდობის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პერსპექტიული დაგეგმარების ცენტრის" და კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა, მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა.
მსგავსი ტიპის გამწვანების აქციები ცაგერის მუნიციპალიტეტში მომავალშიც გაგრძელდება.

სიახლეები