სიახლეები

5 მაისს ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეულთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებთან შეხვედრა მოეწყო

5 მაისს ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეულთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებთან შეხვედრა მოეწყო.
ღონისძიებაზე ღვაწლმოსილი ქალბატონების პატივსაცემად ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველი ბავშვების და კულტურის ცენტრის ხელოვანების მიერ შესრულდა სიმღერები, წაიკითხეს ლექსები.
ღვაწლმოსილ ქალბატონებს მიესალმა და ბიბლიოთეკას სამახსოვრო საჩუქარი გადასცა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის- აპარატის ხელმძღვანელმა ირმა მაქარაშვილმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მხცოვან ბიბლიოთეკარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა.
ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა, ღონისძიების ორგანიზატორმა ბელა საღინაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი,მოადგილეები გიორგი გუგავა და რეზო ხეცურიანი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი,მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები,ლეჩხუმის საზოგადოება.

სიახლეები