სიახლეები

ორგანიზაციის უმთავრესი საქმიანობაა მრავალშვილიანთა,შეჭირვებულთა და ავადმყოფთა დახმარებაა

2019 წლის 11 მარტს ცაგერში,გულნაზ გოლეთიანის ხელმძღვანელობით, აღდგა საქართველოს ქალთა საბჭოს ფუნქციონირება. ორგანიზაციის უმთავრესი საქმიანობაა მრავალშვილიანთა,შეჭირვებულთა და ავადმყოფთა დახმარება. ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს.
ცაგერის საჯარო სკოლას და სოფელ ოყურეშის საბავშვო ბაღს გადაეცა პოეტ ლაურა ჭანტურიას საბავშვო ლექსების კრებულები.
ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ ქალბატონი ქეთევან გაბრუაშვილი. პოეტმა ლაურა ჭანტურიამ კი უსასყიდლოდ გადასცა ორგანიზაციას ბავშვთა ლიტერატურა.
ასეთ ჰუმანიტარულ აქციებს ქალთა საბჭო ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავაც განახორციელებს.

სიახლეები