სიახლეები

ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავთან დაკავშირებით ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი

ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავთან დაკავშირებით, 9 მაისს ცაგერის მუნიციპალიტეტში, მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, დეპუტატებმა, ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი.
ღონისძიება ცაგერის ,,დიდების მუზეუმში" გაგრძელდა, სადაც საზოგადოებამ ომის თემაზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

სიახლეები