სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაეროს განვითარების პროგრამის ,,მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის გაუმჯობესება ადგილობრივი პარტნიორობის გამოყენებით" გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაეროს განვითარების პროგრამის ,,მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის გაუმჯობესება ადგილობრივი პარტნიორობის გამოყენებით" გაიმართა.
აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტის
პრეზენტაციას უძღვებოდა პროფესიული განათლების შრომის ბაზრის უფროსი, ეროვნული კონსულტანტი რევაზ საყვარელიძე.
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით.
განხილვის თემა გახლდათ პროგრესი პროექტში და მოთხოვნადი პროფესიები.
აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია ცაგერში რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს აღნიშნულ პროგრამაში ცაგერის მუნიციპალიტეტის სამომავლო ჩართულობის ფორმასა და შესაძლებლობებზე განათლების კუთხით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რეზო ხეცურიანი, მერიისა და საკრებულოს სამსახურების და კომისიების ხელმძღვანელები,საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე

სიახლეები