სიახლეები

აგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში მშვიდობის, ემოციების მართვისა და კონფლიქტების კონსტრუქციული მოგვარების თემაზე სკოლების მოსწავლეებისა და ახალგაზრდობისთვის ჩატარდა ტრენინგი

18 მაისს ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში მშვიდობის, ემოციების მართვისა და კონფლიქტების კონსტრუქციული მოგვარების თემაზე სკოლების მოსწავლეებისა და ახალგაზრდობისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი 2018-2019 წლებში ლიკა ტორიკაშვილი.
ტრენინგი გაიმართა
ა (ა)იპ ,,გაეროში ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელთა ქსელის“, ბენინგტონის კოლეჯისა და მსოფლიო ებრაელთა კონგრესის მხარდაჭერით, პროექტის ,,მშვიდობის სწავლება სკოლებში“ ფარგლებში.
შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურმა და მასში მონაწილეობა მიიღეს მერის მოადგილემ (მერის მოვალეობის შემსრულებელმა) რევაზ ახვლედიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რეზო ხეცურიანმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

სიახლეები