სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მერის წარმომაგენლებს შეხვდნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (მერის მოვალეობის შემსრულებელი) რევაზ ახვლედიანი საკრებულის თავმჯდომარესთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:მუნიციპალიტეტის სოფლებში სოციალური დასაქმების პროგრამის მიმდინარეობა და განსახორციელებელი ღონისძიებები;
ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის ცენტრებისა და სხვა თავშეყრის ადგილების მოწესრიგება- დასუფთავება.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზურაბ ხეცურიანმა წარმომადგენლებისგან მოითხოვა 2022 წლის I კვარტლის მაღალმთიანობის მონიტორინგის მასალები.

სიახლეები