სიახლეები
გილოცავთ სკოლის დამთავრებას
დღეს ,,ბოლო ზარია", მეთორმეტე კლასელთათვის სკოლაში სწავლის დასრულების ბოლო დღე, ლამაზი, სიმბოლური დატვირთვით,დღე -დაუვიწყარი.
მთელი გულით და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ დღევანდელ დღეს! თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება და როგორც სჩვევია ლეჩხუმელ თაობებს, გვჯერა, კვლავ გვასახელებთ თქვენი განათლებით, აღზრდით, წარმომავლობით!
ვულოცავ ჩვენს საუკეთესო პედაგოგებს, მშობლებს, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე!
უფალი გფარავდეთ ცხოვრების გრძელ და ლამაზ გზაზე,ძვირფასო ლეჩხუმელო ახალგაზრდებო!
პატივიცემით,
გიორგი ნემსაძე,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.