სიახლეები

ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიულმა მუზეუმმა ცაგერის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ბავშვებს უმასპინძლა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიულმა მუზეუმმა, ღია კარის დღის ფარგლებში, უმასპინძლა ცაგერის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ბავშვებს.
მუზეუმის დირექტორმა ნუგზარ კოპალიანმა დამთვალიერებლებს გააცნო ისტორიული მუზეუმის შექმნის ისტორია და დაათვალიერებინა იქ არსებული გამოფენები.
პატარები ინტერესით გაეცნენ მუზეუმის განახლებულ ექსპოზიციას. გაიმართა დიალოგი.
ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (მერის მოვალეობის შემსრულებელი) რევაზ ახვლედიანი.

სიახლეები