სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში ,,ბოლო ზარი" საზეიმოდ აღნიშნეს მეთორმეტე კლასელებმა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში ,,ბოლო ზარი" საზეიმოდ აღნიშნეს მეთორმეტე კლასელებმა.
ისინი მხიარული ღონისძიებით დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას.მხატვრული,მუსიკალური ნომრები ერთმანეთს ცვლიდნენ ამ საგანგებოდ მორთულ, სასიამოვნო გარემოში.
ახალგაზრდებს გზა დაულოცეს სკოლის დირექტორმა ნუნუ კოპალიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გუგავამ,პედაგოგებმა , მშობლებმა.
ვულოცავთ ლეჩხუმის თითოეული სკოლის მეთორმეტე კლასელს ,,ბოლო ზარს", სკოლის დამთავრებას და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ!

სიახლეები