სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კულტურის ცენტრთან არსებული მიუზიკლების თეატრის სპექტაკლი

ცაგერის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კულტურის ცენტრთან არსებული მიუზიკლების თეატრის სპექტაკლი ,,სხვისი ორმოს მთხრელმა თავისი მოთხარაო“- ვაჟა ფშაველას ,,დათვის" მიხედვით. /რეჟისორი: დარეჯან საღინაძე/.
სპექტაკლზე დასასწრებად ორგანიზებულად ჩამოვიდა ახალგაზრდობა ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან, მერის პირველი მოადგილის, მარად ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას ესწრებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, ლეჩხუმის საზოგადოება, ახალგაზრდები.
სპექტაკლი კმაყოფილი მაყურებლის აპლოდისმენტების თანხლებით,წარმატებით ჩატარდა.

სიახლეები