სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 30 მაისს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის  კომისიის სხდომა გაიმართა,  რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხაბულიანი.

სხდომაზე განიხილეს საკითხი:

ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 აპრილის # 19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საკითხს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.

სიახლეები