სიახლეები

ცაგერის მუნიუციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომა

 

       ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 1 ივნისს მორიგი სხდომა გაიმართა, სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ჭაბუკი  ჭაბუკიანმა.

მიღებულ იქნა   დადგენილებები:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბერის  28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი  მამუკა ლეთოდიანი).

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი  ჭაბუკი  ჭაბუკიანი).

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი  ჭაბუკი  ჭაბუკიანი).

 

,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი  იამზე ბურჯალიანი).

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 06 აპრილის 19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი   მირზა ქომეთიანი).

მიღებულ იქნა  განკარგულებები:

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის  2022 წლის  მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი  ჭაბუკი ჭაბუკიანი).

შპს ,,საჭე ცაგერის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე (მომხსენებელი  ზაზა  ყურაშვილი).

ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.

      

 

 

სიახლეები