სიახლეები

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცაგერის ცენტრალურ მოედანზე ანიმატორთა შოუ გაიმართა

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცაგერის ცენტრალურ მოედანზე, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, განათლების კულტურის, სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ანიმატორთა შოუ.
პატარებს საინტერესო სანახაობა უჩვენეს ზღაპრის გმირებმა, გასართობი ღონისძიება ბავშვების უშუალო ჩართულობით გაიმართა.
დღე კულტურის ცენტრში ძალზედ ლამაზი კონცერტით გაგრძელდა, სახელწოდებით ,,დიდები და პატარები".
ღონისძიება ცაგერის სკოლამდელი და სკოლისგარეშე მართვის ცენტრის (ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი) ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის (ფინანსური მხარდამჭერი), ქალთა, ბავშვთა უფლებების და გენდერული თანასწორობის ცენტრის , კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
სცენარის ავტორი ლელა ლომთაძე.
ღონისძიებაში 11 ინდივიდუალური შემსრულებელი და 6 ჯგუფი მონაწილეობდა.
შემსრულებლებს აფასებდა ჟიური, რომლის წევრებიც გახლდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე, ქალთა-ბავშვთა უფლებების და გენდერული თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელი მარინე სვანიძე.
ინდივიდუალური შემსრულებლები დენდროლოგიურ პარკში ექსკურსიით დააჯილდოვა ქალბატონმა ქრისტინა კობახიძემ, ხოლო მოცეკვავეთა ანსამბლების წევრები - ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ.
წარმატებულ მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაგდა ყურაშვილმა, სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, მერიის, საკრებულოს წარმომადგენლები, ლეჩხუმის საზოგადოება, პატარები..

სიახლეები