სიახლეები
,,ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" საქართველოს “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა.
29 მარტს თბილისში ,,ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის,.საქართველოს “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო სექტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებებით განვითარებაში.“მისასალმებელია,რომ მთავრობა და საზოგადოებრივი სექტორი ერთსულოვანია იმ საკითხში/რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანს -ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სასიხარულოა,რომ დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილია სამოქალაქო სექტორი რეგიონებიდან“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ და სხვადასხვა პანელებში ჩართული იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი დავით ზალკანიანი,გუნდის ხელმძღვანელი- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის კონრად ადენაუერის წარმომადგენელი/კარლო ნატალე-ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე /ნათია კუპრაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ,ლია ნადარაია-გენდერული თანასწორობის ქვეჯგუფის კოორდინატორი/GEDAW კომიტეტის წევრი.
კონფერენციაზე რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთი წარმოდგენილი იყო ოთხივე მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების სექტორის მოწინავე წარმომადგენლებით და იმ ორგანიზაციებით,რომელთაც გარკვეული მიღწევები აქვთ საქართველო- ევროკავშირის გზაზე პროგრამებსა და გრანტებში.
ცაგერის მუნიციპალიტეტიდან კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ ა/ა/იპი “ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის“ ცენტრის ხელმძღვანელი მარინე სვანიძე და სასტუმრო “ხვამლის“ მეპატრონე ნატო სილაგაძე.


