სიახლეები

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში ,,ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში ,,ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს სკოლის დირექტორმა ნუნუ კოპალიანმა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ.
პრეზენტაციის შემდეგ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს კონცერტი წარუდგინეს-ცეკვებით,სიმღერებით,ქართული პოეზიით.
ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალუდა თუთისანმა.
ღონისძიებას ესწრებოდა ქალთა,ბავშვთა უფლებების დაცვის და გენდერული თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელი მარინე სვანიძე.

სიახლეები